kids.ge logo

ლელას და ნიშა ხარის გაბაასება

ფავორიტებში დამატება
- როგორ ხარ, ხარო ნიშაო?
- ისე რა, არა მიშავო...
- შენ როგორა ხარ, ლელაო?
- რა ვი... ვარ ნელა-ნელაო,
დიდედამ მამინელაო:
არ მატეხო ფეხიო,
ჩამოხსენ საქანელაო,
გოგოვ, რად დაგახველაო,
მანდ გრილა, აქა ცხელაო,
ეგ თხა ვინ გამოწველაო,
ეგ ხე ვინ გადაბელაო...
- არ დადარდო, ლელაო,
ეგრე არა ვართ ყველაო?!
- კარგად იყავი, ნიშაო,
ღმერთმა მზე არ გაგიშავოს,
მაგ გზებზე ფრთხილად ირე,
ეგ ქედი არ დაშავო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026