kids.ge logo

ლელას და ნიშა ხარის გაბაასება

ფავორიტებში დამატება
- როგორ ხარ, ხარო ნიშაო?
- ისე რა, არა მიშავო...
- შენ როგორა ხარ, ლელაო?
- რა ვი... ვარ ნელა-ნელაო,
დიდედამ მამინელაო:
არ მატეხო ფეხიო,
ჩამოხსენ საქანელაო,
გოგოვ, რად დაგახველაო,
მანდ გრილა, აქა ცხელაო,
ეგ თხა ვინ გამოწველაო,
ეგ ხე ვინ გადაბელაო...
- არ დადარდო, ლელაო,
ეგრე არა ვართ ყველაო?!
- კარგად იყავი, ნიშაო,
ღმერთმა მზე არ გაგიშავოს,
მაგ გზებზე ფრთხილად ირე,
ეგ ქედი არ დაშავო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბიჭი, ძაღლი და ბებიანოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები, ერთი თეფშიდან თქვლეფენ, ორთავე ერთად ყეფენ. ტახტის ქვეშა აქვთ ბ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...ნუგეშიჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს, შვილიშვილი კი - ერთი. ბებია ამბობს - ჩემს ბედში არ ურევია ღმერთი. ჩემს შვილე...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026