kids.ge logo

მესხის გამოხედვა

ფავორიტებში დამატება
ის გამოხედვა მზირი
შვილთა ვალი და სესხია,
შეგრძნება ტიტანირი,
ტყვი: ნამდვილი მესხია.

ის გამოხედვა სხვა, წრფელი,
ვერავის ვერ მოესყიდა
და ამაყობდა ქართველი
იმ ერთი ვინმე მესხითა.

იმ გამოხედვით არეებს
უკვდავი ცა მიესხურათ,
ვეფხვების შემოგარეებს
სხვა ვერვინ იტყვის მესხურად.

ის გამოხედვა გასდევდა
შთამომავლობას მესხივედ,
იბრძოდა, თავს გადასდებდა
თავგანწირული მესხივით.

რის ტალღათა მოხეთქვა
ძლირი, არ უნებური.
მითხარით, სხვა გამოხედვა
სად არის მესხისებური?!

გრიგალია თუ სეტყვაა,
არ მეშინია მე სხვისა,
ქართველში გამოხედვაა
იმ ერთი ვინმე მესხისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...ლარიქს სიბირიკა(larix sibirica) ციმბირის ნაძვი ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ...ხსოვნასმოუწოდეს იმას ძველად, ზარები რომ დარეკოს, რომ სიმღერა მთა და ველად გვირგვინივით გადაარეკოს. იგი დაფნის იყ...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026