kids.ge logo

მელანქოლიური მოსიმღერე

ფავორიტებში დამატება
მშვენირი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს
ნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს

ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს
დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს.
მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს,
დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.

ღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე -
არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე!
ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს
რაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ელვარე და ლომფერიელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და ცხრათვალა. ო, მზით გადანაცარო, ც...ქარი ამწევი ფარდისსიკვდილი პირად ოდენ ვიქნები, მე ჩემ დემონებს ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები, სადაც შენს იქით, სადაც შე...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვებიმიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება დ...ხვალემ იზრუნოს ხვალისახვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ აიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა! არც ვწუხვარ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026