kids.ge logo

ქართული ორნამენტი

ფავორიტებში დამატება
მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობირია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!

ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.

ველური, მონათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.

ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.

ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის - სიმია.
გარდასულ საკუნეებს
ტყვი: ეს თქვენი ღიმია.

აქ ბევრი სისხლი დაღვარეს.
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს
მის დროს უბით ინახავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...ნუგეშიარის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხე...მამულიცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026