kids.ge logo

კუმისი

ფავორიტებში დამატება
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დასცქერის მდუმარე ტყე
მოდარაჯე ჩამიჩუმის.

დაფიქრების, პირმოკუმვის
მოჩრდილება უვლის კუმისს,
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.

ეცრად შორს არღვევს ღუმილს
ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,
და ხმა ოძელაშვილისა
სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...ელეგიაწვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე, ქარი ვედრებით კარებთან დგას: “გამიღეთ კარი!” რა ადრე გაჰქრა გა...წელიწადები წავლიან ძველნიდღეები ბრუნავს,ვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შ...შენი სადღეგრძელოკაფეში სევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდავიდარდო ასეც და ისეც, აქაც და ი...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026