kids.ge logo

ხულიგანი

ფავორიტებში დამატება
ყო ქორწილი ორისა,
შევარდნისა და ქორისა,
მოფრინდა მართვე არწივთა,
თამადად დაჯდა ყანწითა,
გვერდით მოისვა ხოხობი,
ტუჩმოთხუპნილი ანწლითა.
მოვიდა ბატი ბუტია,
თეთრი, ვით ბატიბუტია.
მერე მოვიდა ჩოჩორი,
შუბლზე დაყრილი ქოჩორით,
მოფრინდნენ შაშვი, კაკაბი,
რა ფარჩითა და რა კაბით.
ჩხიკვი, კოდალა, ტოროლა
და განა თითო-ოროლა...
ცებ მოვარდა მოზვერი,
სტუმრები მიჟვერ-მოჟვერა,
ვერ იქცედა უძრახად,
ჩოჩორს სულ ვირი უძახა,
ბღავლა: - მე ვარ ხარია! -
ქორწილი არივ-დარია.
ჩოჩორმა ერთხანს უთმინა,
მერე მოთხარა სარია,
იმდენი ურტყა ხულიგანს,
წაღეს ცოცხალმკვდარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...მამუკაგადაიგრიხა მამუკამ სიმინდის ფოჩის ულვაში, თოფისწამალი ჩაყარა თავის ხელთოფას ლულაში, ჯოხის მერანზე გადაჯდა...დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026