kids.ge logo

ხულიგანი

ფავორიტებში დამატება
ყო ქორწილი ორისა,
შევარდნისა და ქორისა,
მოფრინდა მართვე არწივთა,
თამადად დაჯდა ყანწითა,
გვერდით მოისვა ხოხობი,
ტუჩმოთხუპნილი ანწლითა.
მოვიდა ბატი ბუტია,
თეთრი, ვით ბატიბუტია.
მერე მოვიდა ჩოჩორი,
შუბლზე დაყრილი ქოჩორით,
მოფრინდნენ შაშვი, კაკაბი,
რა ფარჩითა და რა კაბით.
ჩხიკვი, კოდალა, ტოროლა
და განა თითო-ოროლა...
ცებ მოვარდა მოზვერი,
სტუმრები მიჟვერ-მოჟვერა,
ვერ იქცედა უძრახად,
ჩოჩორს სულ ვირი უძახა,
ბღავლა: - მე ვარ ხარია! -
ქორწილი არივ-დარია.
ჩოჩორმა ერთხანს უთმინა,
მერე მოთხარა სარია,
იმდენი ურტყა ხულიგანს,
წაღეს ცოცხალმკვდარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინო, გამოიცანი!გ ა მ ო ც ა ნ ა : მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, დიადი, ზვიადი, ნაზი დ...საწყალი ბაბუაჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდ...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026