kids.ge logo

ღმერთო, წვიმა მოიყვანე

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”

რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლინის ხელითაო!

შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
“ოროველას” დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!

ღმერთო, წვიმა მოიყვანე,
მიწის გამალბობელიო,
რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,
ქვეყნის დამამხობელიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026