kids.ge logo

ავადმყოფი

ფავორიტებში დამატება
არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
მალ მასვე დამიწებს.

ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!

ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!

მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,
არ გვიმართებს ორგულობა!
ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,
ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!

დეე, მისთვის გავღარიბდეთ,
ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:
პატისანს ღარიბს რით სჯობს
გამდიდრებული იდა?

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და როდესაც გაიღვიძებს,
მოგონებს იმათ სახელს,
ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026