kids.ge logo

ავადმყოფი

ფავორიტებში დამატება
არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
მალ მასვე დამიწებს.

ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!

ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!

მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,
არ გვიმართებს ორგულობა!
ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,
ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!

დეე, მისთვის გავღარიბდეთ,
ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:
პატისანს ღარიბს რით სჯობს
გამდიდრებული იდა?

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და როდესაც გაიღვიძებს,
მოგონებს იმათ სახელს,
ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026