kids.ge logo

ახალი გზა

ფავორიტებში დამატება
ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო,
შე მაცდურო ჩემო მუზა,
მისთვის, რომ შენის რჩევით
ეკლინი შემხვდა მე გზა!

გმადლობ კიდეც მისთვის, რომ შენ
მიხილე ბრმასა თვალი,
თუმც კი ჩვენში ცხოვრებისთვის
მწარე არის ეგ წამალი:

სად ვერც იტყვი, ვერცა ისმენ,
ვერც რას ნახავ სამურსა,
იქ რად უნდა ბაგეთ სიტყვა,
თვალთ ხილვა და სმენა ყურსა?!

ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,
მომივლია კიდით-კიდე;
მართლის თქმით და გულწრფელობით
ჭირი ჭირზე გადვიკიდე!

აქ მონება ჭკუა არის,
ორპირობა - სიბრძნე დიდი,
და მას რჩება მოდანი,
ვინც კი არის მეტად ფლიდი!

ცოტა მაღლა ასასვლელად
ძმა ძმას იხდის კიბე-ხიდად;
მშობელს შვილი, შვილს მშობელი,
ქმარს ცოლი ჰსურს გასასყიდად.

აქ თვით სჯული ფარისევლებს
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,
ძლირების საპირფეროდ,
უძლურების მოსაწველად!

მხოლოდ საწყალ მიწისმუშას
რავინ ჰყავს გამკითხავი,
მისი ოფლით თავს იკვებენ,
ქურქად მიდის მისი ტყავი!

მაგრამ ვინ რას გვათქმევინებს?
ჩემო მუზავ, ტყვილა ელი!..
დროა, სიტყვა უკუვაგდოთ,
სხვებრ მოვკიდოთ საქმეს ხელი.

თორემ ისე ჩვენი შრომა
ემსგავსება ბებრის ბუქნას!
რაც ყოფილა, დღეს არ არის,
რაც დღეს არის, ხვალ ის ნუ ჰქნას!

ყარიბო და განწირულო,
ნუ შეკრთები, ჩემო მუზა!
სანამ კიდევ ძალ-ღონეს ვგრძნობთ,
ვერ დაგვაფრთხობს ახალი გზა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026