kids.ge logo

გაუბედავი სიყვარული

ფავორიტებში დამატება

თი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფილება!
და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული
აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.
მისი სხივით
სანთელივით
ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს
და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...
მაშ, ოხ, ღმერთო,
რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!

ვიცი, გზნობის,
ნამდვილ გრძნობის
ნიშანია მდუმარება,
ცხადად ტკბილი
რამ ღიმილი,
ჩუმად ცრემლი, მდუღარება.

მაგრამ მაინც,
მეტრფის მე ვინც,
მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:
“შენ ჩემი ხარ!
გულს მიზიხარ!”
მითხრას ეშხით... დამაღონოს!

ორთავ ვიცით,
ფიცით მტკიცით
გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!
თუმც-კი ვხედავთ,
თქმას ვერ ვბედავთ,
გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!

თი წელი,
მეტად მწველი,
გულში გვაქვს ეს ნეტარება!
ვუგდებთ რა ყურს,
რივეს გვსურს
და ვერ გვითქვამს აღსარება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026