kids.ge logo

გოდება

ფავორიტებში დამატება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხელი, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყელიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

მაგრამ მონადაც, გულგრილსა,
ღარ უნდებვარ... აღარა!
ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი
თვალში საჩხირო ჭაღარა!

თანაგრძნობოდ ვიდაგვი,
ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი!
ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი!
რაღა დროს ჩემი ეს არი?!

გამწირა!... იმან გამწირა,
ვისაც შევსწირე ყოველი!
სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად,
სიკვდილს სიცოცხლედ მოველი!

ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ,
ვეღარ მარგებენ რამესა:
დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ,
ოხვრით ვათენებ ღამესა!

ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი,
ეძლევა ნეტარებასა!
დასცინის გრძნობა-გონებას
ჩემსას და აღსარებასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...მუშის ნატვრავისაც რა უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი: მიყვარს პირწმინდა ნამგალი, მისი ყანაში ტრიალი!.. თავი მოუ...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026