kids.ge logo

გოდება

ფავორიტებში დამატება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხელი, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყელიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

მაგრამ მონადაც, გულგრილსა,
ღარ უნდებვარ... აღარა!
ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი
თვალში საჩხირო ჭაღარა!

თანაგრძნობოდ ვიდაგვი,
ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი!
ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი!
რაღა დროს ჩემი ეს არი?!

გამწირა!... იმან გამწირა,
ვისაც შევსწირე ყოველი!
სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად,
სიკვდილს სიცოცხლედ მოველი!

ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ,
ვეღარ მარგებენ რამესა:
დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ,
ოხვრით ვათენებ ღამესა!

ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი,
ეძლევა ნეტარებასა!
დასცინის გრძნობა-გონებას
ჩემსას და აღსარებასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026