kids.ge logo

მგელი

ფავორიტებში დამატება

გალიში
უძლური ვარ, უძლური.
დარდით გავხდი,
არ გეგონოთ ტყული.
მენატრება,
უღრან ტყეში ძუნძული,
ღამღამობით,
მთვარის შუქზე ყმული.
განა მშია?
მაგიტომ ვარ ავადა?
სულ არ მინდა
ეს ხორცი და
ეს ძვლები.
ნეტავ ისევ
ტყეში გამანავარდა...
თავის რჩენას
მე თვითონაც შევძლებდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026