kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი.
და როცა კაკალს ჰპარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გატყდა მურაბის,
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.
ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ!
ზურიკომ უთხრა: - დაკო,
ეს რომ ბებიამ გაგოს,
ეს რომ დედიკომ გაგოს,
ეს რომ მამიკომ გაგოს?..
მიტომ მთელი კაკალი
მე უნდა მომცე, დაკო!
ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაგო.
როცა ბებიამ გაგო,
მერე მამამაც გაგო,
მერე დედამაც გაგო.
ჭორმა ირა, ირა,
სოფელი შემოირა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის -
მაგრად მიტყეპეს ზურაბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...სამდურავიერთი თვეა ფისუნიას თეფშზე კარაქს აღარ ვუდებ, არც რძეს ვასმევ, არც ძეხვს ვაჭმევ, არც მასა და არც მის კნუტე...ნუგეშიჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს, შვილიშვილი კი - ერთი. ბებია ამბობს - ჩემს ბედში არ ურევია ღმერთი. ჩემს შვილე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026