kids.ge logo

ორი ფისო

ფავორიტებში დამატება
ფისოს ფისო ესტუმრა,
მოწონა ძალიან:
- როგორა მგავს, თითქოს-და
ჩემი ტყუპის ცალია.
შავტუხაა ჩემსავით,
გაბურძგნული ბეწვი აქვს.
ალბათ სახლში ეზოდან
სათამაშოდ მეწვია. -
თათით იხმო: - აქ მოდი,
შორით რატომ მიცქერი?
მიავ! - თქვა და სტუმრისკენ
გაიწვდინა კისერი.
ცებ შეკრთა ფისო და
ხმაც მაშინვე გაკმინდა.
თურმე თავის ორეულს
მოუხმობდა სარკიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ჭიანჭველას გასაჭირიხვითქი გასდის ჭიანჭველას, ფეხსაცმელის მწმენდავს. ეხ, მუშტარი ამისთანა სულ არ ჰყავდეს ნეტავ! ხითხითებენ ფა...ზოოპარკიჩიტს რა უნდა გალიაში? -ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა! -ეს თევზები რას დარდობენ? -წყალს ნატრობენ მდინარისას! -რა...ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...თოვლიათოვს მთა-ბარს, ტყეებს ათოვს. გაიღვიძე მურა დათვო! წამოდექი, ნუ ხარ ზანტი, საგუნდაოდ გამობრძანდი!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026