kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
და, ადა,
გასცურე, ბადა,
გამოდი, კეფალო,
გამოდი, სტავრიდა!
და, ადა,
მოუსვი, ბადა,
დელფინი მოვარდა,
ნეტავი სადან?..
სტავრიდას გატანს,
კეფალსაც გატანს,
ბადეს და ბადას
გატანს ლაზისტანს.
ამ ბადეს დავტოვებთ,
ტალღებზე ეფინოს,
ღონდ შენ მოგვეშვი,
კეთილო დელფინო.
რა მოხდა ასეთი,
ეს ზღვა რომ გაცალე;
სულ შენი არ არის?
ცოტა ჩვენც გვაცალე!
დღეს არა გვცალია,
ხვალ გეთამაშებით,
დილიდან ვთევზაობთ
სარფელი ბავშვები.
დღეს თევზის ნასახიც
არ გაგვიყიდია,
გვაცალე, გავყიდით
სტავრიდას, მიდიას.
ტალღები მოდიან,
ტალღები მოდიან,
შენ სხვაგან ითევზე,
შავი ზღვა დიდია.
მობრუნდი, ბადა,
მზე ზღვაში ჩავიდა.
დელფინი წავიდა,
და, ადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...საათი- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, - იძახის და კედელზე ჰკიდია, დღე და ღამე ისრები მიდიან და მიდიან...... მოვა დედა, შეხე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026