kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზინი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთინი.
ტოროლა დაზარელი
და მუდამ ხალისინი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026