kids.ge logo

ამირანი

ფავორიტებში დამატება
კავკასიის ქედზე იყო
მირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვედა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა;
სამართლო ძლირებას
მონურად ქედს არ უხრიდა!

ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გაცა!.. -
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა.

კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
რის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026