kids.ge logo

ვაშლი

ფავორიტებში დამატება
ფოთლებში გამოუყვი
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.

ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
სე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!“

ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრილით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026