kids.ge logo

ვაშლი და შაქარა

ფავორიტებში დამატება
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო სამო და ნელი.

დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრილით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026