kids.ge logo

ვაშლი და შაქარა

ფავორიტებში დამატება
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო სამო და ნელი.

დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრილით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026