kids.ge logo

ფისო და ლისია

ფავორიტებში დამატება
შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,
მაგიდაზე ხტუნია,
ანცი, თვალებხატულა,

დაკუნტრუშებს ეზოში,
ეს ქვეყანა მისია,
ლამბაქსა რომ ლოკავდა,
თავს წაადგა ლისია,

ლისია კუდის ქიცინით,
ჩვენი პატარა ლეკვუნა,
თეთრი,ფუმფულა, მყეფარა,
ცუგრუმელა და ცელქუნა.

მიახლოვდა, დაყნოსა,
გაგორდა ბალახ-ბულახში,
მიაუუუუ!-ფისო შეშინდა,
კანკალდა ულვაში.

ვინ მოგიყვანა ჩემს სახლში,
აქ რას აკეთებ კატაო?
ამ ჩემს ლამბაქთან რა გინდა,
მჭამელი მომემატაო?

რა ბატონო ფინიავ,
ეს ჩემი თეფში-სინია,
შენი კი,- აი ის არის,
შუზე გატეხილია.

ბა შეხედეთ!-თავხედი,
ეგ როგორ გამიბედაო?-
ძლიერ გაბრაზდა ლისიკო,-
ფისოს მოაწვა სევდაო.

ტირდა ჩვენი ციმპალი,
ცრემლით დანამა ბაღი,
კან იხევდა კრუტუნით,
როცა უღრენდა ძაღლი.

ლეკვუნას კნუტის ცრემლებმა,
ცებ მოულბეს გული,
და შეებრალა ფისუნა,
უწრიალდა სული,

დაუყვავა და დაყნოსა,
თათზე დადო თათი,
მას შემდეგ არ გამიგია,
ღრენა-კრუტუნი მათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026