kids.ge logo

მუქთა მჭამელები

ფავორიტებში დამატება
ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,
მეც მაჭამე პურიო,
თხამ წამოკიკინა.

რაო, პური ცხვებაო?-
ცუგომ ყურები ცქვიტა,
არ დამტოვო მშირი,
იხვმა დავიტვიტა.

სუნი მცემსო პურისა,
ფისომ ჩაღიღინა,
მეც ეხლავე მოვალო,
ცხენმა ჩაიხვიხვინა.

კლო, კლო,კლო,კლო, პურიო?-
ინდაურმა ყრანტალამ,
პური ცხვება ბატებთან,
ჭუკებს ჩაუყრანტალა.

ძროხა მყისვე აბღავლდა,
ხმა გამოსცა გუგუნა,
ღორმა თერთმეტი გოჭი,
წუთში მოაღრუტუნა,

კრუხიც მოდის ბატისკენ,
მოჰყავს ოცი წიწილა,
ბატმა სტუმრებს შეხედა და
ცინა და იცინა.

ოჰ, თქვე მუქთახორებო,
ყველას დატატანა,
თქვენ გგონიათ რომ მე მაქვს,
პურის დიდი ქარხანა?

იღვაწეთ და იშრომეთ,
თქვენც დაცხვეთ პურიო,
ჩემს ჭუკებსა მე ვკვებავ,
და დამიგდეთ ყურიო,

შვილებს ნუ მოშივებთ,
დედა ხართ თუ მამაო,
არ არისო ლამაზი,
მუქთად საჭმლის ჭამაო.

პურიც უკვე გამოცხვა,
გააბრუნა სტუმრები,
და მიუსხდნენ სუფრასა,
ის და მისი ჭუკები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026