kids.ge logo

ვინ რა ჰქნა?

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
მის წვრილ ღარში ჩაკარგული.

თოვლის ფიფქმა თეთრად , თეთრად,
გადაპენტა არე მარე,
გუნდაბენ ონავრები,
და გამორბის ყველა გარეთ.

იმ ვერაგმა, საძაგელმა,
ქარბორბალამ რა ჰქნა იცით?
დაამტვრია ტოტები და
არ ეშვება ხარხარს, სიცილს.

ყინვამ, იცით რა ჰქნა ყინვამ?
ძვალ რბილში რომ უცებ ატანს,
სახალწლოდ ფანჯრის მინა,
ყვავილებით მოგვიხატა.

მზის სხივმა კი რა ჰქნა იცით?
დედამიწას სითბო მისცა,
გაღიმა, ქვე დაეშვა,
და ენძელა გააღვიძა.

იმ ჩიტუნამ, რომ ჟღურტულებს,
რომ ჭიკჭიკებს, ძლიერ ანცობს,
ცით რა ჰქნა იმ მერცხალმა?
გაზაფხულის მოსვლა გვამცნო.

ხოლო სიომ მონაბერმა,
სიყვარულსა მისცა ბანი,
დაბერა ნაზად,-ვარდსა,
ჩახუტა ის შროშანი.

დილის ნამმა რა ჰქნა ნეტავ,
შევეკითხოთ თვითონ მასა,
სთქვა, რომ მწყურვალ ყვავილებსა,
ცის ნაჟური წყალი ასვა.

ყველა შრომობს,საქმიანობს,
რაღაცას ჰქმნის,-უკვე იცი,
ყოველ დღე რომ ვინმეს არგო,
მიეც შენს თავს ბიჭო ფიცი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...დასჯილი ფისოთათს ყოფს აკვარიუმში, ეფერება თევზებს, დაისაჯა ფისუნა, კუთხეში დგას, ფეხზედ. ვერ გაიგო, ჩაფიქრდა, -ასე რა...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026