kids.ge logo

სამურაბე ბალი

ფავორიტებში დამატება
ბაღში ბალი დამწიფდა,
ღურღუმელა შავუნა,
ფოთლებს მიღმა უცქერენ,
კუნწულები, მალულად,

ჩასაკვრეხად უხმობენ,
დამსკდარი ნაყოფები,
ზოგან კურკებიც უჩანთ,
ჩიტთა დანაკორტნები.

ბაჩომ კიბე მიადგა,
დაკოც მიეხმარა,
მოკრეფილი ბლები კი,
ვარცლზე გადმოყარა.

მისივნენ ბავშვები,
და გამართეს ყიჟინა,
ნიტაც ფეხზე წამოხტა,
უკვე გამოძინა.

და იცმევენ ყურებზე ,
ყურსაკიდა კუნწულებს,
პაწაწინა რუსკაც კი,
სარკის წინ დაცუნცულებს,

მოთხუპნათ ტუჩები,
გაეტკბილათ თითები,
მწერები ესევიან,
დაზარდათ ღიპები.

ბოლოს ერთურთს შეხედეს,
ღარ დარჩა ბალი,
გონს მოეგნენ გვიანღა,
ბაჩო, ნიტა,ლალი.

თავდახრილი, მორცხვები,
კუთხეს ეწურებიან,
სამურაბედ მინდაო,
სთქვა იმ ბალზე ბებიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...მზე და მთვარე წაეკიდნენმზე და მთვარე წაეკიდნენ, არა მე და არა მეო, მზე ჰფიცავს,- დღე გავანათე, მთვარე ტირის,-მე ღამეო. ნეტავ რომ...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026