kids.ge logo

შემოდგომის ბარაქა

ფავორიტებში დამატება
მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,
ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკრიფეთ ჩაგვატკბარუნეთ,
ხიდან ლეღვები მომხიბვლელად იღიმებიან.
კომშის სურნელი გიღიტინებს ცხვირის ნესტოში,
ჭერამი, თხილი-ყველა ხილი გიხმობს თავისთან,
წითელ-ყვითელი ატმები და დაშაქრულ ვაშლი,
მსხალი თუ ხურმა-იმათ ხილვას ვეღარ ატან.
შავად ძიმძიმებს იზაბელას მწიფე მტევნები,
რქაწითელებს კი ლამის არის ავარდეთ ალი,
მწიფწე თავები ჩაქინდრავთ აქ მზესუმზირებს,
ყვითელ ფურცლებს შუა დამჩნევიათ წვრილ-წვრილი ხალი.
დუღსა და ღვივის ქარვისფერი ეს შემოდგომა,
ფუტკრის ბზული ისმის ყველგან-მზე არის მწველი,
მე შარიშურით დავაბიჯებ ჭრელ ხალიჩაზე,
და აღარ ვიცი რომელ ნაყოფს მოვკიდო ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026