kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,
არ მოგწყინდა სულ ძილი და
ერთ ადგილზე ყოფნა განა?
ბაყაყების ორკესტრს უსმენ,
ჩაიქნიე უკვე ხელი,
სიკეთეს და კარგ ცხოვრებას,
მუქთახორავ ნუღარ ელი.
კარგ ცხოვრებას და კეთილ დღეს,
ცოდე, რომ უნდა შრომა,
შრომასა კი სიხალისე,
მოძრაობა,სწრაფად სრბოლა.
გადმოხეთქე კალაპოტი,
გაიღვიძე, გაინძერი,
თავს ბუშტები მოგდგომია,
დაგდებია მწვანე ფერი.
ყველას სძულხარ უმოქმედო,
გვერდს გივლიან დიდი ზიზღით,
ბა შეხე ამ ჩვენს რიონს,
რას გრილებს, როგორ მიჰქრის?
ერთი ციდა ნაკადულად,
მოევლინა ამ ქვეყანას,
დავაჟკაცდა ტყეში,ღრეში,
მობრდღვენს მედგრად-ტბორავს ჭალას.
ჯებირები დაამტვრია,
გადალეწა, გადმოლეწა,
დიდესი მონდომებით,
ქალაქები გამოძერწა.
მიგრილებს და ხმარობს,
ბუნებამაც დანათლა,
მისმა ძალამ, ენერგიამ,
ქალაქები განათა.
ბოლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მოგო დიდი ბრძოლა,
კმაყოფილმა გავაკა,
და შეწყვიტა სწრაფი სრბოლა,
და დაჭრილი მხეცის მსგავსად,
ბოლო ღამე გათენა,
დაცალა მდარე სისხლად,
და დიდ ზღვაში ჩაესვენა.
შენ კი გძინავს, არ გრცხვენია?
მრავალ მწერთა გახდი ბუდე,
წვიმას ელი აგვისტოში,
რომ არ დაშრე ცოდვილ გუბევ.
შენც ხომ ამ ცის ნაჟური ხარ,
ირგვლივ მთაც გაქვს და ბარიცა,
ზოგი წყალიც კი ფუჭია,
წყალიც არის და წყალიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...საოცარი ქვეყანაზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავ...მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026