kids.ge logo

ოპუნცია კაქტუსი

ფავორიტებში დამატება
ყვავილნარის კუთხეში,
ვანზე კატოსი,
დგას უჩუმრად, ბუსხუნა,
პუნცია კაქტუსი.
ამ კაქტუსს დაუსვა,
უცნარი შეკითხვა:
მეგობარო მინდოდა,
შენთვის ადრეც მეკითხა.
ლამაზი ვარ ლურჯთვალა,
ლურჯი კაბაც მაცვია,
შენ ასეთი მკბენარა,
ღმერთმა რაღად გაქცია?
კაქტუსი კი ჩაფიქრდა,
მოუშვა სლუკუნი,
ჩამოყარა ყურები,
დადგა მისთვის უკუნი.
უნდა მასაც რომ იყოს,
სავით ლამაზი,
მასაც ჰქონდეს ყვავილნი,
ეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაწყობა,
შეიმშრალა ცრემლები,
ალუღლუღდა:-ჩემს კატოს,
ვიცავ, თავზე ვევლები.
ვინმემ არ აწყენინოს,
არ ატკინოს გული,
მტერთათვის მაქვს ეკლები,
მუდამ მიმართული.
იმ კაქტუსის გულში კი,
ერთი ნატვრა ბუდობდა,
და ღმერთს ეხვერწებოდა,
ყვავილობა უნდოდა.
თითქოს ღმერთმაც უსმინა,
და ერთ დილით სისხამზე,
გაიღვიძა, და იგრძნო,
ყვავილია მის თავზე.
გამოფხიზლდნენ ენძელა,
შროშანი და ია.
კაქტუსს ეს რა ლამაზი,
კვირტი ამოსვლია?
ყველა შურით აივსო,
ორქიდეა, ტიტა,
ლილიამ კი სიბრაზით,
ტუჩი მოიკვნიტა.
ი კატოც მოვიდა,
შეკრა იის კონა,
პუნციას ყვავილი,
ძლიერ მოწონა.
შექო, მიფერა,
სხვანი გააწბილა,
მიხაკებს და ვარდებს შუა,
მიჩინა ბინა.
სილამაზით ამაყობს,
ვანზე კატოსი,
თავზე დიდი ყვავილით,
პუნცია კაქტუსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...ნუცა და კამფეტებიმამამ ნუცას ნუგები და შოკოლადი მოუტანა, ნუცამ ჩუმად,მარტოკელამ აკნატუნა თან და თანა. აბა მითხარ საქციელი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026