kids.ge logo

ოპუნცია კაქტუსი

ფავორიტებში დამატება
ყვავილნარის კუთხეში,
ვანზე კატოსი,
დგას უჩუმრად, ბუსხუნა,
პუნცია კაქტუსი.
ამ კაქტუსს დაუსვა,
უცნარი შეკითხვა:
მეგობარო მინდოდა,
შენთვის ადრეც მეკითხა.
ლამაზი ვარ ლურჯთვალა,
ლურჯი კაბაც მაცვია,
შენ ასეთი მკბენარა,
ღმერთმა რაღად გაქცია?
კაქტუსი კი ჩაფიქრდა,
მოუშვა სლუკუნი,
ჩამოყარა ყურები,
დადგა მისთვის უკუნი.
უნდა მასაც რომ იყოს,
სავით ლამაზი,
მასაც ჰქონდეს ყვავილნი,
ეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაწყობა,
შეიმშრალა ცრემლები,
ალუღლუღდა:-ჩემს კატოს,
ვიცავ, თავზე ვევლები.
ვინმემ არ აწყენინოს,
არ ატკინოს გული,
მტერთათვის მაქვს ეკლები,
მუდამ მიმართული.
იმ კაქტუსის გულში კი,
ერთი ნატვრა ბუდობდა,
და ღმერთს ეხვერწებოდა,
ყვავილობა უნდოდა.
თითქოს ღმერთმაც უსმინა,
და ერთ დილით სისხამზე,
გაიღვიძა, და იგრძნო,
ყვავილია მის თავზე.
გამოფხიზლდნენ ენძელა,
შროშანი და ია.
კაქტუსს ეს რა ლამაზი,
კვირტი ამოსვლია?
ყველა შურით აივსო,
ორქიდეა, ტიტა,
ლილიამ კი სიბრაზით,
ტუჩი მოიკვნიტა.
ი კატოც მოვიდა,
შეკრა იის კონა,
პუნციას ყვავილი,
ძლიერ მოწონა.
შექო, მიფერა,
სხვანი გააწბილა,
მიხაკებს და ვარდებს შუა,
მიჩინა ბინა.
სილამაზით ამაყობს,
ვანზე კატოსი,
თავზე დიდი ყვავილით,
პუნცია კაქტუსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...ნაცარაღორმუცელა და ცანცარა, ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა, რაც ბოსტნეული გვებადა, სულ შესანსლა და გაცალა. სტაფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026