kids.ge logo

ბელი და სანდლები

ფავორიტებში დამატება
ჰა მეზღაპრეც გამოჩნდა,
ჩიტიც უსმენს ბუდიდან,
სე კარგი ზღაპარი,
მოღო გუდიდან.

**********

სიხარულსა ვერ მალავს,
ხტის ბაჯბაჯა დათუჩა,
დაბადების დღისათვის,
კუმ სანდლები აჩუქა.

კანაფისგან მოწნული,
პაწაწინა სანდალი,
მგონი ვეღარ მოერგოს,
უცქერს გულის კანკალით.

ფეხი არ ჩატია,
როგორ აღარ ეცადა,
ცებ ქვების სახეხით,
მელა გამოცხადა.

ბელი უსმენს მელიას,
აცრემლებულ თვალებით,-
„თუ გინდა, რომ მოგერგოს,
მოხეხე ბრჭყალები!“

დათვს ჭკუში დაუჯდა,
მელას ყური ათხოვა,
მისი თათუნიბი,
სულ უბრჭყალოდ დასტოვა.

დათუჩელას ბრჭყალები,
ძირზედ დახეხია,
ფეხი მაინც არ ჩასდის,-
ცმუკავს შარახვეტია.

მოსერე მელიკო,
ტყუებდა თავიდან,
ბელი რომ აბუზღუნდა,
გაძურწა, წავიდა.

პაწაწინა დათუჩას,
დაფუთქა თათები,
მოუშვა ღრილი,
მოისროლა სანდლები.

გამწარდა და გახელდა,
ყვირის:- მიშველე დედი,-
მელას რომ დაჯერა,
სულ იწყევლა თავ ბედი.


რაზედ სტირი გენაცვა,
ბუთქუნავ და ფაქიზო?
ცრუპენტელა მელიამ,
ბა მითხარ რა გიყო?.

დაყრილ სანდლებს შეხედა,
ბურდღუნდა ბებია,
აჰ, ახალი სანდლები,
ფეხზე ვერ მოგრგებია?

გული არ გატეხო
ბელს რად უნდა სანდალი?
ბელს უხდება ტყე ღრეში,
ფეხშიშველა დანდალი.

მოუწმინდა ცრემლები,
დაამშვიდა პატარა,
თაფლის ფიჭა მისცა და
იმ დღეს ზურგით ატარა.

თათიც მალე მოურჩა,
თუმცა ბევრი იწვალა,
აწ ვერვინ მოტყუებს
ბელმაც ჭკუა ისწავლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...იხვის ჭუკიყვითელა ვარ, იხვის ჭუკი, ძლიერ მცხელა,ტანში მზარავს, არსად არის ამ ეზოში, ჩემთვის გუბე-აბაზანა?...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...ნაცარაღორმუცელა და ცანცარა, ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა, რაც ბოსტნეული გვებადა, სულ შესანსლა და გაცალა. სტაფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026