kids.ge logo

მოდიოდა ნინო მთებით

ფავორიტებში დამატება
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიდა, ნინო მთებით მოდიდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
წყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
წყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიძინა... ერთ წალკოტში მიძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება ისო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რადენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...ფეხი დამადგით...ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე და...ბერა საზანდარს როცა მომართავს, ბერა საზანდარს როცა მომართავს, შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი, ჩად აიშლება გუნდი ყორანთა, ლეშის საძებრად წა...ყაყაჩოსა სიწითლითაფრთაგაშლილი ფრთები არი, სხივგაშლილი სერებია... არ ჩურჩულებს ლელიანი, - გული შეუჯერებია... აქ კორდია მობიბ...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026