kids.ge logo

მომჩივანი დათვი

ზღაპარი

ფავორიტებში დამატება
თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:
-პატრულო! კი მაქვს ბატონო,
მე თქვენი დიდი ხათრი,

მაგრამ რაღა ვქნა არ ვიცი,
სამართლობით დავდნი,
ფუტკარი მჩაგრავს, მაწამებს,
ნერვილობით გავქრი.

ბზულა, ცხვირზე დამაჯდა,
ნესტარით მიწყებს ღიტინს,
ცხვირს მაცემინებს, მაცრემლებს,
არ წყვეტს ზუზუნს და ღიღინს.

მის სკაში დრუნჩი ჩავყავი,
რა ვქნა თუ მიყვარს თაფლი?
ტყულად კი არ მინდოდა,
ვაგროვე მისთვის წაბლი.

ბოროტი, ცხვირში შემიძვრა,
ნესტარს შიგ მასობს ხიჭვად,
ძუნწ ფუტკარს რად ენანება,
ჩემთვის თავისი ფიჭა?

უნდა ვუჩივლო, მიშველე,
გასამართლე ჩქარა,
ის გესლინი არსება,
ბზულა, მეტიჩარა.

დაკიდა დათვმა ყურმილი,
გაჩნდა ბზიკი პატრულად,
გასამართლა ორთავე,
სიტყვა თქვა მან მხატვრულად:

-თუკი, ფუტკარო დათუჩამ
მოგართვა გოდრით წაბლი,
შენც, ადექი და მიცი
კუთვნის ერთი სათლი.

რა ძალა ქონდა ბზულას,
დაწურა ფიჭა თაფლი,
ნას უყოფს და თვალს უკრავს,
გამართლებული დათვი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...ტანძიამიყვარს ეს ედემ აღები, ეს ჩემი ტკბილი ტანძია, ასეთი სამშობლოს ქონა, ყველასთვის დიდი განძია. დიდი გული აქვ...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026