kids.ge logo

რკოს კაცუნა

ფავორიტებში დამატება
დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო.

მერე დაჯდა ხის ძირას,
გაკეთა იცი, რა?

პაწაწინა კაცუნა,
რკოსთავა და ბრაცუნა.

პაწაწინა ვირუკა
დაყენა მის უკან.

გაკეთა ძროხა და
თან ლამაზად მოხატა.

გაკეთა გოჭები,
თქვა: დღეს ამით მოვრჩები.

მერე, იმ რკოს კაცუნამ
სახრე გაატკაცუნა,

წინ გაუძღვა ვირუკას,
ძროხა მიდის მის უკან,

გამორბიან გოჭები,
მსუქნები და ნორჩები.

ყოჩაღა კაცუნამ,
შეძახილი არც უნდა -

თხფეხი ამოდენა
სულ სახლში ამოდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026