kids.ge logo

მზე, მთვარე და ღრუბელი

ფავორიტებში დამატება
მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა,

შენ რის მაქნისი მყავხარო,
მთელი დღე უქმად დგახარო!

წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,

თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს,
დღე ვის სჭირდება სინათლე?

მაზე ნუ ვიკამათებთ,
ღამით სწორედ მე ვანათებ!

ეს შემოესმა ღრუბელსო,
ცრემლები ულბობს უბესო.

თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,

თუ გავიშლები ზეცაზე,
გაგეჯიბრებით მეც ასე,

თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
არცერთი არ გამოჩნდებით.

შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.

მთვარეც ფიქრებმა არი
და ნამგალივით გალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026