kids.ge logo

მათეს გოგრა

ფავორიტებში დამატება
ვერ უყურებთ მათესა?
ბაღში გოგრა დათესა,

განა დიდხანს უცადა -
გაზარდა უცბად და

მთელი უბნის სამყოფი
გამოისხა ნაყოფი.

მეზობლებმა გაგეს
- მათე გოგრას არიგებს!

გამოგვტოვო ეგება!
გოგრა ჩვენც ხომ გვერგება?

მათე განა ძუნწია -
რიგმა ყველას უწია,

ეს რა გოგრა ყოფილა! -
სუყველას ამყოფინა...

ხიდან ჩხავის ყვანჩალა:
- მათეს არა დარჩა რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026