kids.ge logo

ბუკნაჭო

ფავორიტებში დამატება
ბუმბულო და უკლანჭო,
ტირის და ტირის ბუკნაჭო.

თუმც დროდადრო ისვენებს
და იწყებს ტირილს თავიდან.
მთლად გაბერა ისედაც
გოგრის ოდენა თავი და

ცრემლების ფრქვევით აჰყურებს
მთვარეს ღრუბლებში განაბულს.
დედა ბუ სახეს იხოკავს,
თავს ტოტებს ახლის მამა ბუ:

თუ ვინმემ გული გატკინა,
ჩქარა მითხარი ვინ იყო.
რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა,
რა მოგივიდა შვილიკო?

ბუმბულო და უკლანჭო,
სლუკუნით ამბობს ბუკნაჭო:

-ის საზიზღარი ღამურა
ვერ მოვიშორე ვერაფრით.
როცა მარტო ვარ, მოდის და
თავგასიბულს მეძახის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026