kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
სხვა არაფერი,
ის მინდა,
ფრთხილად შეგახო ტუჩები,
როცა ნაზამთრალ მიწიდან
მოხვალ, ამოლურჯდები.

მოვალ და გადაგიკოცნი
თვალებს-საყვარლად გახელილს.
ეს შენ ხარ ფერი სიცოცხლის,
გაქვს უნაზესი სახელი.

მე მიყვარს შენთან ჩურჩული
და შენი ფიქრში შენახვა.
შენა ხარ ჩემი ოცნება,
ჩემი ბავშვობაც შენა ხარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...ნერგინერგი ვარ, ვწევარ მიწაზე და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები. თუ დამრგეს, თუ გავიზარდე და თუ გავშალე ტოტები, ხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026