kids.ge logo

ინტერნაციონალი

ფავორიტებში დამატება
აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გახარებს ყველა ტომი.

ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!
მით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გამარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!

სხვა სუყველა ტყულია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება -
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..

მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება.
საბერველს რომ დაბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.

ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!...
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გახარებს ყველა ტომი.

მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,

უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!...
გამარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!...

ყოველი მხრის მუშა ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე ირიში!

ეს იქნება საბოლო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!...
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გახარებს ყველა ტომი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026