kids.ge logo

ჩემი თხა

(ხალხური)

ფავორიტებში დამატება
ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!
ჩემი მტერი და ორგული
შენ გენაცვალოს ყველაო.

წვერი გაქვს დეკანოზისა
და რქები ეშმაკისაო,
კბილები, ნამგლად ნალესი,
ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.

მთაში რომ წაკოკინდები,
დააგდებ მინდორ-ველსაო,
ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,
იქ მოღერებ ყელსაო!

გაძღები, გასისინდები,
ჯიქანს გაივსებ რძითაო,
რა გზითაც დილას წასულხარ,
ბრუნდები იმავ გზითაო.

მოხვალ და საწველს ამივსებ,
არ დამამადლი წველასო!..
მეძღვნეო ჩემი შვილების,
შენ მირჩევნიხარ ყველასო.

თვალის-ჩინივით მოგივლი,
ნუ გეშინია მტერისო!..
მაგ ძუძუბის ჭირიმე:
საწველში ჩაიმღერისო!..

ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!
შენ ჩემო კარგო ბელაო!..
ჩემი ოჯახის ურგები
შენ გენაცვალოს ყველაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026