kids.ge logo

კურდღლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ჩქარა ამწვანდით, ველებო,
ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!
მოღაღანდი, ჯეჯილო,
სად არის შენი ძალაო?
ნათესი პური რა იქნა,
ნეტავ სად დამალაო?
მომწყინდა ხების კორტნა
და პირი დამეღალაო,
თოვლმა, ყინვამ და ქარ-ბუქმა
სულ-გული გამიწყალაო.

შვილები შემომტირიან:
“ძუძუ გვწყურია, დედაო!”
შემზარავს ჩემივე თავი,
ტანზე რომ დავიხედაო:
მარტო ძვალი და ტყავი ვარ,
რძე საით ჩამიდგებაო?
უმწვანოდ მომკლავს სიმშილი,
შვილებიც გამიწყდებაო.
ოჰ, გაზაფხულო, სადა ხარ?
რად იგვინებ, ნეტაო?
გავრეკავ შვილებს საკორტნზე,
ველი რო ამწვანდებაო.
მთვარე ამოვა ცაზედა
და მზე კი დაბრძანდებაო.
ბა სადა ხარ, ჯეჯილო,
სადა ხარ, ველო მწვანეო?!
ცოტადენი წყალობა
ჩვენთვის რად დანანეო?!
ხარე, ჭალავ, მინდორო,
და წვიმით დანამეო;
თქვენა ხართ ჩვენი მშობლები,
გლოცულობთ დღე და ღამეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026