kids.ge logo

მწყემსი ქალი

ფავორიტებში დამატება
დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთინო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
ჩანს თითები თლილიო…
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
რიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრინო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრინო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრინო.
თქვენც გეხვეწებით, ხებო,
და შენც, მდინარევ ხმინო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
რაფრით დამიზინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026