kids.ge logo

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

ფავორიტებში დამატება
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა ირონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღესაქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; _
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, _
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
მათმა გადმოხედვამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026