kids.ge logo

მთამ სრულიად სხვა სთქვა

ფავორიტებში დამატება
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიდა,
სევ თავს უთხრა: „დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიდა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალებისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.

გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.

არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
მას არა აქვს ნიშანი,
ღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!”
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
მას რად უნდა მისანი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026