kids.ge logo

რუსთაველის ნეშტი

ფავორიტებში დამატება
მგოსანო საქართველოსავ,
წამოხედე ზეზედა,
ხილე შენი სამშობლო,
მიმორე მზეზედა.
შენი ერისა ჭაბუკნი
გიამბორებენ ხელზედა;
მართლდება შენი ნათქვამი
თასზე განა ერთზედა?

თავისუფლდება მონები,
შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;
ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ
მზე მოფინოს სწორადა;
ღარ ვართ გუშინდელები,
ვიქცენით ერთი-ორადა;
წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,
ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!
თავს სწირვენ ნესტანისათვის
ტარილივით ლომადა.
და ივერიის დიდებას
ხალხს აუბნებენ შორადა.
აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით
ნათქვამნი ჩასაქოლადა.

თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;
დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.
ვიცი, რომ გიმებოდა,
გულს ვარდად დასახავდი
სახესა ვაჟკაცებისას.
მიღე, როგორც შვილები,
თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,
შენი სამშობლოს გმირები.
კურთხე შენის მარჯვენით
ეგ მარგალიტის ღილები,
სამშობლოს მკერდით აჭრილნი,
მისთვის დამწვარი ცვილები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026