kids.ge logo

პასუხად

(განდეგილს და შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,
ფეხის ფრჩხილებში გაჟონა
ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია;
ძვირფასს მაწყებთ ამბავსა,
ჩამოვარდნილსა ხალხშია:
“გაუმთელდაო წყლულები
არწივს, დაკოდილს მხარშია”.
დაფანტია ფრინველნი
მომაგრებულსა მკლავშია,
რომ დაჰსედენ უმსგავსნი
ღალატით დაჭრილს გზაშია.
“უჭირველივით ყაშყაშებს,
ცხადად ვცანითო ხმაშია.”
კეთესს ვინ რას მახარებს,
თქვენ გენაცვალეთ თქმაშია!
გავსეთ ია-ვარდითა,
დაბერდით იმის თვლაშია!
წყავდეთ და ვერ უდიდეთ,
ოფლი გდიდესთ წყვაშია!
სე სცურავდეთ კეთილში,
ვით კოვზის პირი ზღვაშია!
ერთი ათასად გარდვიქე
მხედველობაში, ჯანშია:
ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცელა
თეთრი, ნარევი თმაშია,
მოხუცი კაცი ჯელად
ჩავუწერივარ ცაშია.
აწ გლოვა აღარ მჭირდება,
ღარც დამალვა სახლშია.
ერთი რამე მაქვ სათქმელი,
იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია:
მკერდში არავინ დაგვიჭრას
გმირი, დაჭრილი მხარში
და დღეს კი გამოჩენილი;
ჭკვა მოვიგროვოთ თავშია,
არ გადამექცეს არმადა
სიცოცხლე მთა და ბარშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026