kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
წადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ნაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა,
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
მოიკვნესა ჩაგრულმა,
გულმოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერგახუნებულს იასა.
ა სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა;
ას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა, -
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026