kids.ge logo

ჩემის კაცობის გვირგვინო

ფავორიტებში დამატება
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან შობილი ოცნება
გულს შანთად გავიყარეო.
არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.
ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,
ბევრი დღე ვნახე მწარეო.
არ დამალვის, როგორც მზე,
რაც მე ცრემლები ვღვარეო.
ის მოგონე, მაინცა,
ბეჩავო არე-მარეო!
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
ვიცი, სამშობლოს მთვარეო;
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალე-მალეო.
კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,
რო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.
მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.
ოცნებავ, დაგიბარეო:
შენ მნახე, შენა, მარტო შენ,
გულს მიწა მომაყარეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...უნუგეშო ყოფნაიას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026